ხადის ხეობის განვითარების გეგმა
საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის რთულ მონაკვეთს, ქვეშეთსა და კობის შორის ახალ ავტომაგისტრალს აშენებს, რომელიც კურორტ გუდაურის და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლით გაივლის.
საპროექტო ორგანიზაცია BAU Design-მა და კომპანიის მიერ პროექტში ჩართულმა ქვეკონტრაქტორებმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაკვეთით იმუშავეს ხადას ხეობის განვითარების გეგმაზე. პროექტზე მუშაობა 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამჟამად ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაუსახლებელია ზამთრის პერიოდში გზის უქონლობის გამო. მხოლოდ ზაფხულის ხანმოკლე სეზონზე ბრუნდებიან მაცხოვრებლები საგვარეულო დღეებში ან ზაფხულის საძოვრებზე და თავიანთ სახლებზე. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადასახლდა ხეობის ქვედა სოფლებში, როგორიცაა ქვეშეთი, არახვეთი და ბედონი, ასევე დუშეთის და საქართველოს მასშტაბით სხვა დასახლებებში.
ხადას ხეობა უნიკალური კულტურული ლანდშაფტია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა მატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს დაბალანსებული და ჰარმონიული კომბინაციით. ტერიტორია შეიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფართო სპექტრს, რომლებიც მრავალფეროვანია ტიპისა და ქრონოლოგიის მიხედვით, რაც ადასტურებს მის გამორჩეულობას სხვა რეგიონებისგან.
მომავალი განვითარება უნდა შეესაბამებოდეს ხეობის კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების მდგრად გამოყენებას, მოსალოდნელი კერძო კომერციული ინტერესების დაბალანსებულ მართვას, ადგილობრივი საზოგადოების, სახელმწიფო და საჯარო სექტორის კოორდინირებულ ძალისხმევას კონსერვაციაზე დაფუძნებული განვითარების მისაღწევად.
“ხადის ხეობის განვითარების გეგმა” დამტკიცდა _ https://shorturl.at/VsqyR