BAU Design-მა ხადის ხეობის განაშენიანების გეგმაზე საინფორმაციო წიგნი მოამზადა
ხადის ხეობის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დასკვნით ეტაპზე, BAU Design-მა მოამზადა და გამოსცა პროექტის საინფორმაციო წიგნი, რომელიც აერთიანებს ხეობის ისტორიულ-კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას.
გამოცემაში წარმოდგენილია აღნიშნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარების ხედვები და მიმართულებები, რომლებიც მოიცავს როგორც მთლიან ხადის ხეობას, ისე მის შემადგენელ ცალკეულ სოფლებს.