“ჭალის უბნის ფესტივალი”

2026 წლის 12 მაისს, გორში, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა “ჭალის უბნის ფესტივალი”, რომლის ფარგლებში BAU Design-ის გუნდმა, BISC Partners-თან თანამშრომლობით, ადგილობრივ მოსახლეობას ჭალის ტყის მნიშვნელობისა და მისი ეკოლოგიური ღირებულებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ჭალის ტყე გორის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჭალის უბნის ეკოსისტემის შენარჩუნებაში. ეს სივრცე ხშირად გორის “ფილტვებად” მოიხსენიება, თუმცა მისი ეკოლოგიური მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება.